ლეპერტისახელოსნო · თბილისი 593 34 30 31
593 34 30 31

ჩვენ შესახებ

კომპანია «ლეპერტი» თბილისში ფუნქციონირებადი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოა, სადაც მინიატურული და მცირე ზომის ლითონის სკულპტურები, სუვენირები და სამკაულები მზადდება გრაფიკული დიზაინის შექმნის, ყალიბების დამზადების, რკინაში მოდელირების, ჩამოსხმის, მოოქროვება მოვერცხლისა და გრავირება-მარკირების სრული პროცესების განხორციელებით.

კომპანიის დამფუძნებელ-მენეჯმენტის გუნდს წარმოადგენენ დიზაინერ-იუველირი ჯაბა ლეპერტი და მისი ბიზნეს პარტნიორები — გიორგი გრიგალაშვილი და ლევან გელხაური. კომპანია «ლეპერტის» საქმიანობა დაფუძნებულია ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე როგორიცაა:

  • კეთილსინდისიერება
  • პროფესიონალიზმი
  • გუნდურობა
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • განვითარებისკენ სწრაფვა

კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფის მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება, კონკურენტებთან შედარებით უპირატესი ტექნოლოგიური რესურსები, სტრატეგიული განვითარების დიდი პოტენციალი, შესაძლებლობას აძლევს «ლეპერტის» ბრენდს ღირსეული, ლიდერი პოზიცია ეკავოს საქართველოში და საუკეთესოდ პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზეც.

ლეპერტის ლოგო